Wednesday, July 17, 2013

სასწავლო პროექტი




პროექტის სახელწოდება: სითბური ძრავები და გარემოს დაცვა

პროექტის მთავარი იდეა ( თემა): 1-2 წინადადებით: სითბური ძრავების ეფექტურად გამოყენება ალტერნატიული საწვავის გამოყენებით და გარემოს დაცვა.

პროექტის აქტუალობა: ბუნების დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა სატრანსპორტო საშუალებებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებით.

პროექტის მიზნები: ანალიზის და სინთეზის განვითარება.მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და იკვლევენ ტრანსპორტის სხვადასხვა  სახეობაში  ალტერნატიული საწვავის გამოყენების შემთხვევაში  ეძებენ გზებს გამონაბოლქვის შესამცირებლად.

მონაწილეთა ასაკი: 14 წ

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან სითბურ ძრავაში სხვადასხვა საწვავის გამოყენების შემთხვევაში გამონაბოლქვის რაოდენობის ცვლილებებს და სახავენ გზებს გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. მოსწავლეები გაანალიზებენ და აღრიცხავენ  მონაცემებს დაკვირვების  საფუძველზე.




პროექ ტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული, კომპიუტერი, ინტერნეტი, MS power point.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კვლევა, დისკუსიები მოძიებულ მასალაზე, დიაგრამების  განთავსება ისტ-ში

.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მატემატიკასთან , ეკონომიკასთან, ე.ს.გ-სთან
კვლევა VIII.2. მოსწავლე აწარმოებს დაკვირვებას  და აღრიცხავს მონაცემებს.
კვლევა VIII.4. მოსწავლე აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ქეთო სულამანიძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetosulamanidze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetosulamanidze.blogspot.com


No comments:

Post a Comment